ხვალ, 16 აპრილს, ლისაბონში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს და 18 აპრილს დასრულდება.
როგორც იცით 81 კილოგრამში საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი არ ეყოლება, რადგან, ლუკა მაისურაძეს ტრავმა აქვს და ტატო გრიგალაშვილს კოვიდ-19 დაუდასტურდა.
ყველა დანარჩენ წონით კატეგორიაში გარკვეული იყო ვინ იასპარეზებდა, თუმცა „თბილისი გრანდ სლემის“ ჩემპიონმა, გელა ზაალიშვილმაც ტრავმა მიიღო და მას ლევან მატიაშვილი ჩაანაცვლებს. ჩვენი საბოლოო შემადგენლობა ასეთია:
კაცები:
-60 კგ: თემურ ნოზაძე
-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი
-90 კგ: ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური
-100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე
+100 კგ: გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი
ქალები:
-52 კგ: მარიამ ჯანაშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი
-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი
-70 კგ: მარიამ ჭანტურია
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი
წარმატებები ქართველ ფალავნებს.