დღეს ქართული ოცნება საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირის და ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შალრ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომლეიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა წარადგინა - ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიები საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებენ და არ ითვალისწინებენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
თალაკვაძის განმარტებით, მათ აღნიშნულ დოკუმენტზე ხელიმოწერის მზადყოფნა ჯერ კიდევ მხარეებს შორის გამართულ ბოლო მოლაპარაკებაზე განაცხადეს, თუმცა, ამ დრომდე დოკუმენტზე ხელის არმოწერის მიზეზი პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის იყო, რომ მმართველი პარტია ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს, ხოლო ელჩებისგან დამატებით კოსნულტაციებს ელოდა.
ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ, დოკუმენტის ხელმოწერაზე მზადყოფა, რაც ასევე არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარებში, თუმცა, დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდებოდით ოპოზიციიისგან შემხვედრ ნაბიჯებს და დაველოდეთ სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ" - აღნიშნა თალაკვაძემ.
ფოტო: facebook