მთავრობას არ მივცემთ ამოსუნთქვის საშუალებას, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება და პენსიონერების საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ადამიანური არ იქნება - ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სასესიო სხდომებზე, ყოველ სამშაბათს, დებატების დროს, მუდმივად დააყენებს საკითხს და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გამოიყენოს ყველა მექანიზმი საპენსიო სესხებზე ლიბერთი ბანკის მიერ დაწესებული, კაბალური საპროცენტო განაკვეთის შესამცირებლად.
- ჩვენ ნებისმიერ ტრიბუნას, იქნება ეს საპარლამენტო, სატელევიზიო თუ სხვა, გამოვიყენებთ ამ საკითხის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის. ამოსუნთქვის საშუალებას არ მივცემთ ხელისუფლებას, სანამ ამ საკითხს არ მოაგვარებს, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, ალეკო ელისაშვილმა.
ფოტო:facebook