ევროკავშირში ციფრული კოვიდსერტიფიკატების შესახებ პოლიტიკურ შეთანხმებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა მხარი დაუჭირეს. ციფრული სერტიფიკატი უზრუნველყოფს ევროპის ქვეყნებს შორის მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილებას კოვიდ-19 პანდემიის განმავლობაში. სერტიფიკატები პირველი აპრილიდან შევა ძალაში.
აღნიშნული სერტიფიკატი იქნება ელექტრონული ან ქაღალდის ფორმატით, მასში მონაცემები იქნება შეყვანილი როგორც მშობლიურ, ისე ინგლისურ ენაზე, მისი აღება მოქალაქეებს შეეძლებათ უფასოდ და ვალიდური იქნება მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის.
მწვანე სერტიფიკატი თავის მხრივ უნდა მოიცავდეს სამ სერტიფიკატს:
1. ვაქცინაციის სერტიფიკატი, სადაც აღნიშნული იქნება გამოყენებული ვაქცინის ბრენდი და მონაცემები.
2. კოვიდ-19-ზე ჩატარებული ტესტის ოფიციალური უარყოფითი პასუხი.
3. სამედიცინო სერტიფიკატი იმ მოქალაქეებისთვის, ვინც უკვე გადაიტანა კოვიდ-19 ბოლო 180 დღის განმავლობაში.
სამოგზაურო დოკუმენტის ოფიციალური სახელწოდება იქნება „ევროკავშირის ციფრული კოვიდსერტიფიკატი“.
ევროპის კონტინენტზე გადაადგილების მსურველი პირი აცრილი უნდა იყოს ვაქცინით, რომელიც ევროკავშირის რეგულატორისა და ჯანმოს მიერ იქნება ავტორიზებული. ამ ეტაპზე ასეთი ვაქცინებია: ,,ფაიზერი“, ,,მოდერნა“, ,,ჯონსონ ენდ ჯონსონი“, ,,ასტრა ზენეკა“ და ,,სინოფარმი“.
ევრო კომისია ასევე მუშაობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან იმის თაობაზე, რომ ციფრული ბარათი მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც იყოს მიღებული.