მედიაგამოცემა "მთის ამბებმა" მოიპოვა და გაასაჯაროვა აქამდე უცნობი დოკუმენტი , რომელიც წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან კომპანია "ენკასა" და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეფასებას.
დოკუმენტში ცალსახადაა ნათქვამი, რომ ამ ხელშეკრულებით სახელმწიფოს უფრო მეტი ვალდებულება ეკისრება ვიდრე, კომპანიას, რომელიც ნამახვანჰესს აშენებს. დოკუმენტი 2019 წლის 30 მარტით არის დათარიღებული, ხელშეკრულება კი მხარეებს შორის 2019 წელს გაფორმდა.
"ვალდებულებათა აბსოლუტური უმრავლესობა ეკისრება საქართველოს მთავრობას და სახელმწიფო კომპანიებს, მაშინ, როცა, ამის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულებით მაქსიმალურად არის დაცული კომპანიის უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები" - წერია შეფასებაში.
ფოტო: მთის ამბები