ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში, „ფლეი ოფი“ დაიწყო საუკეთესო 8 გუნდს შორის.
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“, 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში, თად მაკფადენის „სან პაბლო ბურგოსს“ უმასპინძლა და 86-78 გაიმარჯვა.
ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე, წლევანდელი სეზონის „MVP”, გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 22 წუთში, 16 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
სტუმართა რიგებში ცუდი მატჩი ჰქონდა საქართველოს ნაკრების წევრს, თად მაკფადენს, რომელმაც 9 წუთი ითამაშა და მხოლოდ 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მეორე შეხვედრა ბურგოსში ჩატარდება, ხვალ, 3 ივნისს, 21:45 საათზე.