ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში, გიორგი შერმადინის ტენერიფემ, ბარსელონასთან დიდი ანგარიშით წააგო, 112-69.
ტენერიფემ მხოლოდ პირველ მეოთხედში აჩვენა თავისი კალათბურთი და 18-18 დაასრულა, დანარჩენ სამ მეოთხედს კი მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე, კატალონიელთა ვარსკვლავი, მიროტიჩი იყო, რომელმაც 18:24 წუთში, 23 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
რაც შეეხება გიორგი შერმადინს, მისი მონაგარი 8 ქულა და 4 მოხსნაა 17:53 წუთში.
შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული 2 მოგებით გამოვლინდება და ხვალ, 9 ივნისს, ტენერიფე საკუთარ კედლებში მიიღებს ბარსელონას და იმედი ვიქონიოთ სერიაში ანგარიშს გაათანაბრებს.
რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, იქ მადრიდის რეალი-ვალენსიას წყვილი თამაშობს, სადაც დედაქალაქელებმა პირველი შეხვედრა 81-70 მოიგეს. მეორე მატჩი დღეს, 8 ივნისს გაიმართება ვალენსიაში.
ისეთი პირი უჩანს, რომ ფინალში „ელ კლასიკოს“ ვიხილავთ.