ესპანეთის „ლიგა ენდესას“ ნახევარფინალში, ტენერიფემ, ბარსელონას უმასპინძლა და მიუხედავად პირველ მატჩში დიდი ანგარიშით მარცხისა, მეორე შეხვედრაში 80-68 მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
გამაჯვების მთავარი შემოქმედი იყო, ესპანეთის ჩემპიონატის წლევანდელი სეზონის საუკეთესო მოთამაშე, გიორგი შერმადინი.
ქართველმა ცენტრმა, ლეგენდარული პაუ გასოლი და ნიკოლა მიროტიჩი აშკარად დაჯაბნა, 26:48 წუთი ითამაშა, რა დროშიც 21 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 დაფარება შეასრულა. გიოს მარგი ქმედების კოეფიციენტი 37 იყო და დამსახურებულად გახდა ამ მატჩის „MVP”-ც.
ამ გუნდებს შორის ფინალში გამსვლელ გადამწყვეტ შეხვედრას ბარსელონა უმასპინძლებს 12 ივნისს.
მეორე ნახევარფინალურ სერიაში, მადრიდის რეალსა და ვალენსიას შორის, ანგარიში ასევე 1-1 ფიქსირდება და გადამწყვეტ მატჩს, 11 ივნისს, მადრიდი უმასპინძლებს.