ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის „ლიგა ენდესა“-ს ნახევარფინალში, სადაც გიორგი შერმადინის, „ტენერიფე“, „ბასელონას“ დაუპირისპირდა, საქმე მე-3 გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა მას შემდეგ, რაც ტენერიფემ საკუთარ მოედანზე დიდებული თამაში აჩვენა, დიდებული შერმადინის ლიდერობით.
სერიაში 1-1 შემდეგ, გადამწყვეტ მესამე შეხვედრას ისევ ბარსელონამ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 89-72 გაიმარჯვა.
შერმადინმა მეორე შეხვედრის მსგავსი თამაშე ვერ აჩვენა და მისი მონაგარი, 22:06 წუთში, 8 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო.
მეორე ნახევარფინალი უფრო დაძაბული აღმოჩნდა „მადრიდის რეალსა“ და „ვალენსიას“ შორის, სადაც ასევე მესამე შეხვედრამ გადაწყვიტა გამარჯვებული. მადრიდის რეალმა 80-77 მოიგო და ფინალში „ელ კლასიკოს“ ვიხილავთ.