პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დავით სერგეენკო, გიორგი გახარიასგან და მისი პარტიისგან დამატებით განმარტებებს ელოდება. მისი თქმით, თუ გახარიამ კითხვებს პასუხი არ გასცა, მის პოლიტიკურ რეიტინგს დიდი პერსპექტივა არ ექნება.
„რაც შეეხება გიორგი გახარიას, მე მაქვს ასეთი ჩამოყალიბებული აზრი ამ წუთის მდგომარეობით, რომ როცა ყოფილი პრემიერ- მინისტრი დემარშით მიდის და მერე ბრუნდება ოპოზიციაში, ეს არის უდავოდ საყურადღებო მოვლენა. ამ საყურადღებო მოვლენას სჭირდება განმარტება. აქამდე რა განმარტებებიც მოვისმინე ორიოდე მედია აქტივობით, პრეზენტაციითა და ბრიფინგით, ვერ მივიღე პასუხი. შეიძლება ამ ადამიანს რაღაც არაჩვეულებრივი და ამომწურავი პასუხი აქვს ყველაფერზე, შეიძლება უბრალოდ არ აქვს, ამიტომ ასე თუ გააგრძელა და არ განმარტა, მის პოლიტიკურ რეიტინგს დიდი პერსპექტივა არ აქვს“ - ამბობს დავით სერგეენკო.
მთავარი ფოტო: mkurnali.ge