გელათის სამონასტრო კომპლექსი დროებით ჩაიკეტა, მსურველებს იქ შესვლის საშუალება არ ექნებათ მანამ, სანამ ევროპელი ექსპერტები კვლევით სამუშაოებს აწარმოებენ.
ცნობილია, რომ ტაძრის სახურავი და ფრესკები რეაბილიტაციის დროს არასწორად ჩატარებული სამუშაოების გამო დაზიანდა და ამის გამო ქართული კომპანია, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, დაჯარიმდა.
იუნესკოს ექსპერტები სამონასტრო კომპლექსში რამდენიმე დღე იმუშავებენ. სასულიერო პირებმა ტაძრის ტერიტორია ექსპერტებს დაუთმეს, რათა თავისი საქმე მშვიდ გარემოში შეასრულონ. სპეციალისტები კვლევის ჩატარების შემდეგ შედეგებს ევროპაში შეაჯამებენ და რეკომენდაციებით დაბრუნდებიან.