მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრის შესახებ ცნობილი ხდება, ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ამ თემას ეხმაურება.
,,ისევ შემთხვევა და ისევ დამთხვევა ??? ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააკაშვილი და თუ კი ვინმე “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგეა, ამჯერად კი გიორგი გახარიაც ერთად იმყოფებოდნენ ერთ სასტუმროში. დავსვა წერტილი ? ალბათობის თეორიის მიხედვით კი რამდენად იყო შესაძლებელი, რომ ყველა მინუს ოცნება ერთად შემთხვევით მოხვედრილიყო. აქვე გახსენდება, რომ კეზერაშვილის მიერ გახარიას დაფინანსებაზე ინფორმაცია, შემომწირველებს გავასაჯაროებთო და ჯერ კიდევ რომ არ გაუკეთებიათ? კი ბატონო დავსვამ წერტილს, მაგრამ რაღაც არ ისმება! აი, მრავალწერტილი კი ბატონო“ _ წერს ნიკოლეიშვილი.