ყაჩაღობა ფოთში - პირმა "გალფის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა. გავრცელებული ცნობით, დამნაშავე სათამაშო თოფით იყო შეიარაღებული, ის დაწესებულების თანამშრომლებს დაემუქრა და ფული გამოსძალა.
ჯერ-ჯერობით სამართალდამცავებს ის არ დაუკავებიათ, თუმცა, საქმეზე გამოძიება დაიწყო. შემთხვევის მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბენზისგასამართის სადგურიდან წაღებულია 250 ლარი, გარდა ამისა, ბოროტმოქმედმა, რომელიც ალჰოკოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა მაღაზიიდან 1000 ლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელი და სიგარეტი წაიღო.
ფოტო: 1TV