,,ქართული ოცნების“ დეპუტატი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები ყოვლად მიუღებელი და წარმოუდგენელია. მისი თქმით, რადიკალური ჯგუფების ქმედებები ოპოზიციის წარმომადგენლების და თბილისი პრაიდის ორგანიზატორების წისქვილზე ასხამს წყალს.
,,გაბედვა იმისა, ვინმეს მხრიდან, რომ იძალადოს ჟურნალისტზე და ოპერატორზე, იმის გაბედვაც, რომ თავისი შეხედულებების გამოხატვა დაუკავშიროს ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და ა.შ. ანუ, მსგავსი მოქმედებები, არის ყოვლად წარმოუდგენელი. ესეც შეიძლება რბილი ნათქვამი იყოს. ერთი კითხვა მაქვს მე, თითოეულ მათგანთან და იმის ორგანიზატორებთან, ამ ყველაფრის ორგანიზატორებთან - თუკი მათ, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს, მიაჩნიათ რომ ეროვნული ინტერესები, ეროვნული იდენტობა, ეკლესია და ა.შ. უნდა დაიცვან, მაშინ ის ქმედებები, რაც მათმა ნაწილმა განახორციელა, პირიქით, ხომ არ უწყობს ხელს დისკრედიტაციას ამ ყველაფრის, ისინი ვიღაცის წისქვილზე ხომ არ ასხამენ წყალს და ეს ვიღაცები არიან ისინი, მათ შორის, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და პრაიდის ორგანიზატორები, რომლებიც, ალბათ, ამას ინატრებდნენ და ამას ისურვებდნენ, რომ მათ განეხორციელებინათ ძალადობა ჟურნალისტების მიმართ“ _ აცხადებს მამუკა მდინარაძე.