ქართველები მთელი მსოფლიოს დასანახად ვურტყამდით ერთმანეთს, მთელი მსოფლიოს თვალწინ თავი მოვიჭერით, დროშები ჩამოვხიეთ, ერთმანეთს ვურტყით, ტურისტი დავჭერით... ,,მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ,,პალიტრანიუსის“ ეთერში თბილისი პრაიდის ირგვლის განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. როგორც იგი აცხადებს, მომხდარზე პასუხიმგებლობა ყველას ეკისრება, ეკლესიასაც, ხელისუფლებასაც და LGBTQ თემსაც, თუმცა მათ შორის ყველაზე მეტად ხელისუფლებაა ყველაფერზე პასუხისმგებელი.
,,რამ გააბოროტა ეს ხალხი, სკუტერზე რომ ზიხარ ადამიანი, ერთხელ ეჯახები, ბრუნდები, მეორედ ეჯახები, გოგოს ეჯახები, ბავშვს რომ მისდევ საცემრად იმიტომ რომ ფერადი მაისური აცვია და სკუტერიდან რომ გოგო გადმოათრიეს, კაცობაზე და ვაჟკაცობაზე რომ გაქ პრეტენზია და გადმოდიხარ და 20 წლის გოგოს აგინებ და აფურთხებ, სად გაიზარდე? რა ვაჟკაცობაა? რა უბედურებაა ეს? ჩოხა ჩაგიცვამს, შე დალოცვილო და პატარა ბავშვს მისდევ იმიტომ, რომ ფერადი რაღაც აცვია? იმიტომ რომ არ მოგწონს? და შენი ღიპი მოსწონს იმ ბავშვს? აბა კითხე. და უნდა გამოგეკიდოს მაგის გამო? რაც ხდებოდა ეს თარეში, იყო კატასტროფა…
ძალიან არ მინდა ასეთი საქართველო ვნახო, ქართველები მთელი მსოფლიოს დასანახად ვურტყამდით ერთმანეთს, ამ ქვეყენას ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ, ეკლესიას თავის პასუხისმგებლობა აქვს, ხელისუფლებას ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს, პრაიდის ორგანიზატორებს თავის პასუხისმგებლობა აქვთ, ჩვენ ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა. მარტო მე მაქვს უფლება და ჩემი უნდა გავიტანო, არ გამოდის ასე... რა ვუქენით საქართველოს ან ერთი მხრიდან, ან მეორე მხრიდან? მთელი მსოფლიოს თვალწინ თავი მოვიჭერით, დროშები ჩამოვხიეთ, ერთმანეთს ვურტყით, ტურისტი დავჭერით... ეს ყველაზე მეტად ხელისუფლების ბრალია, იმიტომაა ხელისუფლება, რომ ყველა უნდა დაიცვას, მაგრამ ყველას გვაქვს ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობები, ყველამ ერთმანეთს უნდა ვცეთ პატივი, ეკლესიამაც, ხელისუფლებამაც და LGBTQ თემმაც“ _ აცხადებს ალეკო ელისაშვილი.