პროკურატურამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, მედიასაშუალებებზე თავდასხმის გამო 5 პირს, ხოლო "თბილისი პრაიდის" ოფისში შეჭრის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე 3 პირს ბრალი წარუდგინა. უწყების ცნობით, დაკავებულთა მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 16 პირს წარედგინა.
ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 35 პირი, მათ შორის 29 ჟურნალისტი და ოპერატორი.