პარტია ,,ალეკო ელისაშვილი _ მოქალაქეებმა“ თბილისი პრაიდის მიერ ინიცირებულ LGBTQ თემთან დაკავშირებულ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისი პრაიდმა დაიწყო პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად. საქართველოში არსებულმა 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ 16 მაისს ერთიანი პოზიცია დააფიქსირა და ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამით მათ გამოხატეს მზაობა იმისათვის, რომ გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს და იბრძოლებენ ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.
შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიები არიან: ,,სტრატეგია აღმაშენებელი“, ,,ლელო“, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ,,ევროპული საქართველო“, ,,რესპუბლიკური პარტია“, ,,გირჩი“, ,,გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“, მოძრაობა ,,დროა“, ,,რეფორმერი“, ,,სამართლიანობისთვის“, ,,ერთიანი საქართველო“, ,,გამარჯვებული საქართველო“, ,,პროგრესი და თავისუფლება“ და ,,კანონი და სამართალი“ და ,,თავისუფალი დემოკრატები“.
,,მოხარულები ვართ, რომ 15 პოლიტიკურ პარტიას აღმოაჩნდა მზაობა, სიმბოლური, თუმცა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განაცხადის გასაკეთებლად“ _ განაცხადეს თბილისი პრაიდში.