5 ივლისის მოძალადეობრივი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. მასთან ერთად, სამართალდამცავებმა გამოკითხვაზე მისი შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილიც წაიყვანეს.
განყოფილებაში გადაყვანამდე პოლიციამ მათ სახლში ჩხრეკა ჩაატარა. თუ რა ნივთებია სახლიდან ამოღებული, ეს ამ ეტაპზე, უცნობია.
გურამ ფალავანდიშვილის თქმით, ის სამართალდამცავებისგან დაპატიმრებას არ ელის.
"ჩვენს სახლში ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს, ვერც ნივთი და ვერც ნივთიერება. საერთოდ, ჩვენ ვართ ძალიან კანონმორჩილი ხალხი, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება 10 მცნებას. თუ 10 მცნებას ეწინააღმდეგება, ვერც ამერიკის ელჩი, ვერც თურქეთის და ვერც პუტინი ვერ დაგვიდგება წინ. ახლა ჩვენ მივდივართ განყოფილებაში. როგორც მე ვიცი, არ გვაკავებენ, უნდათ ჩვენი დაკითხვა, ჩვენ უარს ვაცხადებთ დაკითხვაზე - სასამართლოში მხოლოდ და ადვოკატთან ერთად" - აცხადებს ფალავანდიშვილი.
ფოტო: ინტერპრესნიუსი