Facebook-მა ალტ-ინფოს პლატფორმა წაშალა. მიზეზი, სავარაუდოდ, ის ჰომოფობიური, ქსენოფობიური და სექსისტური განცხადებებია, რომელსაც ალტ-ინფო აჟღერებს. გარდა ამისა, ალტ-ინფოს წევრები 5-6 ივლისის აქციების თანაორგანიზატორები და მონაწილეები არიან. მსგავსი ფაქტი უკვე მეორედ მოხდა, პირველად Facebook-მა გვერდი 11 ივლისს წაუშალა.
დღეს დილით, სამართალდამცველებმა გურამ ფალავანდიშვილის, ზურაბ მახარაძისა და კონსტანტინე მორგოშიას სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს, რის შემდეგაც ისინი განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. მათ მთავარი სამმართველო ცოტა ხნის წინ დატოვეს.