არა, ეს საკითხი არ განიხილება, დავამთავრეთ ალბათ ეს თემა - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მან ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ამ საკითხზე საუბარი დაასრულონ.
მისი თქმით, 5-6 ივლისს მომხდარ მოვლენებზე გამოძიება უკვე დაწყებულია და ამ დრომდე მიმდინარეობს.
"არა, ეს საკითხი არ განიხილება, დავამთავრეთ ალბათ ეს თემა. პასუხისმგებლობის საკითხი უშუალოდ იმ პირებთან მიმართებაში ვინც ჩაიდინეს ძალადობა, მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებულია 21 პირი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული და ამ მიმართულებით გრძელდება კიდევ გამოძიება. ყველა პირის მიმართ ვინც ჩაიდინა დანაშაული შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება" - განაცხადა მინისტრმა.
ფოტო: facebook