საქართველოში სრულად ვაქცინირებული 106 084 ადამიანიდან მხოლოდ 0.19% (207 ადამიანი) დაინფიცირდა, მათთან ვირუსი უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა. აღნიშნულ ინფორმაციას covax.ge აქვეყნებს. ხოლო იმ 207 ინფიცირებულიდან მხოლოდ 4%-ს (8 ადამიანს) დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.
covax.ge-ს ცნობით, სრულად აცრილთა შორის გარდაცვალების შემთხვევები არ არის, ხოლო ერთი დოზით აცრილთაგან 12 ადამიანია გარდაცვლილი.
პოტრალზე ჩატარებული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების რისკს.