ბრიტანულმა ვებგვერდმა money.co.uk, რომელიც მომხმარებელს უძრავი ქონების ფასებს და მათ შედარებებს სთავაზობს, მთვარეზე სახლის აშენების მსურველებს, მისი ღირებულება დაუსახელა.
სპეციალისტების ვარაუდით, დაახლოებით 60 მილიონ აშშ დოლარად შეძლებთ, რომ მთვარის მკვიდრი გახდეთ.
თავდაპირველად მიწის ნაკვეთზე ლიცენზია დაგჭირდებათ, რაც 130 000 დოლარამდე დაგიჯდებათ, დაახლოებით 80 კვადრატი სახლის ასაშენებლად, მთვარეზე 26 ხელოსნის წაყვანა მოგიწევთ.
ხარჯში შედის ციურ სხეულზე მასალის და ხელსაწყოების ატანაც, როგორც იცით ილონ მასკის კომპანია „spaceX”, პლანეტის ორბიტაზე ტრანსპორტირებას აწარმოებს და 200 კილოგრამი 1 მილიონი დოლარი ჯდება.
გარდა ამისა, ჰაერის კონდიცირებისთვის მძლავრი დანადგარი დაგჭირდებათ, თბოიზოლაციისთვის სპეციალური მასალის გამოყენება მოგიწევთ, სპეციალური ტექნოლოგიაა საჭირო წყლის გადასამუშავებლადაც (ერთ ოჯახს წელიწადში 5,4 ტონა წყალი დასჭირდება) და სათბურიც დაგჭირდებათ საკვების მოსაყვანად.
მოკლედ ბევრი რომ არ „გავახუროთ“ 60 მილიონ დოლარში ჩაგატევთ.
წყარო: https://www.foxbusiness.com/