ევროპულის საბჭოს პრეზეიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დღეს პოლიტიკურ პარტიებს, ის დოკუმენტი უნდა წარუდგინოს, რომელსაც, კონსენსუსის შემთხვევაში, მხარეებმა უნდა მოაწერონ ხელი.
შეგახსენებთ, რომ დანიელსონი საქართველოში მეორედ, 27 მარტს ჩამოვიდა, ის უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, ელეჩებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს.
თუმცა, როდის მოხდება, მისი მედიაციით, პოლიტიკური პარტიების კიდევ ერთხელ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.
ფოტო: pia.ge