დღეს ქუთაისში „კარფური“ გაიხსნა. 5,300 მ2 სივრცის მქონე ახალი ჰიპერმარკეტი ჟიული შარტავას ქუჩა 2-ში, სავაჭრო ცენტრ „ვესთ ფოინთში“ მდებარეობს და მომხმარებელს ყოველდღიურად, დილის 9:30 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე მოემსახურება.
ახალი ჰიპერმარკეტი იმერეთში ბრენდის რიგით პირველი ჰიპერმარკეტია, საქართველოს მასშტაბით კი მის მეოთხე ფილიალს წარმოადგენს. სამი ჰიპერამარკეტი უკვე ფუნქციონირებს თბილისსა და ბათუმში. ჯამში კარფური საქართველოში 50 მაღაზიით არის წარმოდგენილი და წლის ბოლომდე კიდევ 10 ფილიალის გახსნას გეგმავს.
მთავარი ფოტო: bm.ge