ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ხელისუფლების მიერ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმას გამოეხმაურა.
„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები: სასამართლო სისტემა და ა.შ. თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“ - წერს ვიოლა ფონ კრამონი.
მთავარი ფოტო: 1tv.ge