გაერთიანებულმა ოპოზიციამ ფოთში მაჟორიტარების კანდიდატები წარადგინა. ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერები მოსახლეობას მოუწოდებენ, შემოხაზონ ნებისმიერი პარტია, გარდა 41-ისა.
ნიკა მელიას თქმით, გამარჯვებამდე 29 დღე დარჩა.
„2 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ ან დასავლურ სივრცეში ვიქნებით, მჯერა ვიქნებით, ან დასავლური სივრცის მიღმა, რაც არ უნდა დავუშვათ. გვეამაყება, რომ შანსი გვაქვს ჩვენი ხელებით, სიმამაცით, შემართებით, ამ ქვეყნის განვითარების პროცესში უდიდესი აგური დავდოთ. ოპოზიციიდან ბრძოლის მოგებას აქვს ყველაზე დიდი პეწი. ოპოზიციიდან, როდესაც მილიარდერი გებრძვის, როდესაც გებრძვის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურად დაკომპლექტებული რიგი განყოფილებები, „ზონდერები“, „კანონიერი ქურდები“. მაშინ აქვს ამას ფასი“ - ამბობს ნიკა მელია.
მთავარი ფოტო: reginfo.ge