,,publika.ge” ავრცელებს ინფორმაციას თუ რა წერია დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლმა, კრისტიან დანიელსონმა პოლიტიკოსებს წარუდგინა. მათივე თქმით, ეს ინფორმაცია წარმოადგენს პუნქტების შინაარსს და არა მათ ზუსტ ფორმულირებას. ,,პუბლიკას“ ცნობით:
1. ევროკავშირი მზადაა, ერთ-ერთი ფონდის გავლით გადაიხადოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაო.
2. გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს ე.წ. „უდოს“ მექანიზმით, ელექტრონული სამაჯურით, ნოემბერში.
3. გამოიცეს ამნისტია, რომელიც შეეხება ოცი ივნისის საქმის მონაწილეებს – როგორც აქტივისტებს, ისე სამართალდამცავებს.
4. ოპოზიციამ უხელმძღვანელოს 5 კომიტეტს პარლამენტში, მათ შორის, საბიუჯეტოს, ადამიანის უფლებების, საპროცედუროს, საგარეოს.
5. შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.
6. პარტიების დაფინანსების საკითხზე მოხდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება.
7. გენერალური პროკურორი დაინიშნოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერით.
8. ცესკოს თავმჯდომარე და შემადგენლობა დაინიშნოს ასევე ორი მესამედის მხარდაჭერით და მისი მოადგილე იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი.
მედიაციის პროცესი დახურულ კარს მიღმა უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. დასრულდება თუ არა ეს შეხვედრა მხარეების შეთანხმებით, ამას მალე გავიგებთ.
ფოტო: https://www.tetovasot.com/