თუ პარიზში ეიფელის კოშკის სანახავად ვერ მოხვდით, გულს ნუ გაიტეხთ. გუსტაფ ეიფელის ქმნილების ხილვა საქართველოში, კერძოდ ბორჯომის ხეობაშიც შეგიძლიათ. ბევრმა არ იცის, რომ ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელი "კუკუშკა" მგზავრობისას სწორედ ამ ხიდს კვეთს.
ხიდი, რომელიც ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზეა აგებული, მიხეილ რომანოვმა საფრანგეთში შეუკვეთა ფრანგ ინჟინერ-კონსტრუქტორსა და ხიდების მშენებელს, ცნობილი „ეიფელის კოშკის“ ავტორს - ალექსანდრე გუსტავ ეიფელს. ადგილზე მონტაჟი კი კონსტრუქტორმა ბესარიონ ქებურიამ განახორციელა.
ხიდის მშენებლობა მდინარე ცემისწყალზე 1897 წელს დაიწყო და 1902 წელს დასრულდა. პირველად სწორედ ამ წელს გაიარა აქ „კუკუშკა“ მატარებელმა, რომელიც დღემდე აქტიურად ემსახურება ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს.

ფოტო: Facebook
მთავარი ფოტო: nationalgeographic.ge