ნახატები, რომლებმაც მფლობელებს უბედურება მოუტანეს
1. ნახატი, სახელად "ვენერა სარკის წინ" მხატვარ დიეგო ველასკესის ეკუთვნის. პირველი ადამიანი, რომელმაც ის შეიძინა ესპანელი ვაჭარი იყო, ის ნახატის ყიდვიდან მალევე სრულიად გაკოტრდა, დარჩენილი თანხა კი პირატებმა მოპარეს, სულ მალე კი მათი გემი ჩაიძირა. შემდეგი ადამიანი, ვის მფლობელობაში ნახატი გადავიდა სხვა ესპანელი ვაჭარი იყო, მას უამრავი საწყობი ჰქონდა, ნახატის შეძენის შემდეგ კი საწყობებს მეხი დაეცა და სრულად დაიწვა. ნახატი მერი რიჩარდსონმა 1906 წელს გაანადგურა, მისი აზრით, ის ქალებისთვის დამამცირებელი იყო.
2. შემდეგი ნამუშევარი, რომელიც მისი მეპატრონეებისთვის არცთუ ისე ბედნიერების მომტანი აღმოჩნდა ბილ სტოუნჰემს ეკუთვნის და სახელად "ხელები მას ეწინააღმდეგება" ჰქვია. ნამუშევარში ავტორი საკუთარ დასთან ერთად არის გამოსახული და ის მხატვარმა ფოტოსურათიდან გადაიხატა. მისი პირველი ორი მფლოფელი ნახატის შეძენიდან ძალიან მალე, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. დიდი ხნის შემდეგ სურათი დაიკარგა და ის ერთმა ოჯახმა იპოვა, ოჯახის დიასახლლისმა ის ბავშვების ოთახში დაკიდა. მას შემდეგ ერთ–ერთი ბავშვი ყოველ ღამით მშობლების ოთახში ტირილით გარბოდა და ამტკიცებდა, რომ ნახატზე გამოსახული ბავშვები მოძრაობდნენ და ადგილს იცვლიდნენ. მშობლებმა ნახატის სახლიდან გატანის გადაწყვეტილება მიიღეს. ხალხმა ნახატის უცნაური ისტორიის შესახებ შეიტყო, რის გამოც ნამუშევრის ღირებულებამ აუქციონზე მილიონს გადააჭარბა. აუქციონის მონაწილეები მონაცვლეობით შეუძლოდ ხდებოდნენ, რის გამოც მათ ღონისძიების ორგანიზატორებს საყვედურის წერილები გაუგზავნეს. მოგვიანებით აღმოჩდნა, რომ მონაწილეთა შორს ზოგიერთი გულის შეტევით გარდაიცვალა.
3. შემდეგი უცნაური და საინტერესო ისტორია ნახატს, სახელწოდებით "მტირალა ბიჭუნას" უკავშირდება".
დააკვირდით ნახატს, აქ განსკუთრებული არაფერი მოგეჩვენებათ, მაგრამ ნახატს მართლაც დიდი ისტორია აქვს. "მტირალა ბიჭუნა " ეკუთვნის ბრაგოლინს, რომელმაც იგი XX საუკუნის 50-იან წლებში დახატა, ხოლო მენატურედ საკუთარი შვილი გამოიყენა. იმის გამო, რომ პატარას არ შეეძლო დაკვეთით ტირილი, მამას კი რეალისტური სურათი სჭირდებოდა, მხატვარი იქამდე უნთებდა თვალებთან ბავშვს ასანთს, სანამ არ ატირდებოდა. ბავშვს ძალიან ეშინოდა ცეცხლის, მაგრამ მამისთვის ხელოვნება უფრო მნიშვნელოვანი იყო. ერთხელაც, ნაწამებმა ბავშვმა მამას დაუყვირა:"თავადაც დამწვარხარ". ეს წყევლა მალევე რეალური გახდა. ორკვირაში ბავში გარდაიცვალა, ხოლო მხატვარი ძალიან მალე ცოცხლად დაიწვა. ნახატი ძალიან პოპულარული გახდა. მისი ბევრი ასლი გაკეთდა. ინგლისში ამას თან ახლდა უცნაური მოვლენები. ყველა სახლში სადაც ეს ნახატი ჰქონდათ, აუცილებლად ხანძარი ჩნდებოდა.უცნაური იყო ისიც, რომ გადარჩენილი ნივთი სახლებიდან, მხოლოდ "მტირალა ბიჭუნას" ნახატი იყო. ორიგინალი დაკარგულია.