კგბ-ს შენობა მინსკში - ლავრენტი ცანავას ლეგენდარული კოშკი
მინსკის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გამორჩეული არქიტექტურის მქონე სახლი დგას. ადგილობრივები მას დღესაც „ცანავას კოშკს“ ეძახიან. ლავრენტი ცანავა 1902 წელს სოფელ ნახუნავოში (ახლანდელი მარტვილის რაიონი) დაიბადა.
ცანავა 1938-1941წწ. ბელარუსის სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი იყო, 1946-1951 წლებში კი - ბელარუსის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების მინისტრი.
კგბ-ს ყოფილი რეზიდენცია მინსკში 1947 წელს აშენდა და უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ცანავა ოთხსართულიანი შენობის მშენებლობას თავად ხელმძღვანელობდა. მონუმენტური შენობის მარჯვენა ფრთის თავზე ცანავას სახელობის ცნობილი კოშკია, რომელიც ცნობილია როგორც კოშკი, რომელიც ახირებით აშენდა. შენობის არქიტექტორს სიმეტრიულობის გამო ორი კოშკის აშენება სურდა, თუმცა, ამაზე ცანავამ მიუგო: „ბელარუსში ყველაფერი ემორჩილება ერთსა და იმავე კანონს. და ეს არ არის სიმეტრიის კანონი, ეს არის ცანავას კანონი! დარწმუნდით, რომ კოშკი ლამაზი გახდება“.
შენობასთან არა ერთი მითი თუ სინამდვილეა დაკავშირებული. ერთ-ერთი მათგანი ცანავას ფეხბურთის სიყვარულს უკავშირდება. ამბობენ, რომ ლავრენტი ცანავა ფეხბურთით იყო გატაცებული და კოშკში, მის კაბინეტში ჯდომისას ახლომდებარე დინამოს სტადიონზე მატჩის ყურებასაც ახერხებდა. ის წყვეტდა, რომელი ფეხბურთელი გამოჩენილიყო სასტარტო შემადგენლობაში და რომელი უნდა იყოს მჯდარიყო სათადარიგოთა სკამზე. ხოლო თუ რომელიმე ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილო იყო, რეკავდა და მოთამაშის შეცვლას ითხოვდა.
ქართული ღვინის მოყვარულმა ცანავამ სტადიონის გასწვრივ ყურძნისა და სხვადასხვა კავკასიური ხეების დარგვა ბრძანა.
არის ისტორიები იმის შესახებაც, თუ რატომ გამოჩნდა საათი კგბ-ს მოპირდაპირე სახლზე. ამბობენ, რომ ტრამვაის გაჩერების გამო ლავრენტი ცანავა იმდენად ახლოს უნდა ყოფილიყო ადამიანებთან, რომ უნებლიეთ გაეცნო მათ პრობლემებს. ცანავა გამუდმებით აწყდებოდა აჩქარებულ სტუდენტებს, რომლებიც, წოდების მიუხედავად, მას მუდმივად ეკითხებოდნენ, დროს. გაღიზიანებულმა უბრძანა საათის დაყენება მოპირდაპირე კოშკზე. საათს ახლაც ცანავას საათს ეძახიან.
შენობაში ამჟამად მუზეუმია განთავსებული.
ცანავას საათი (ფოტო: minsknews.by)
ლავრენტი ცანავა (ფოტო: nplg.gov.ge)
მთავარი ფოტო: wikimedia.org