თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე კორონავირუსის იმუნიტეტთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
„დაავადების შედეგად გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობა გარკვეული თვეების გასვლის შემდეგ შესაძლებელია მინიმუმამდე შემცირდეს, მაგრამ T და B უჯრედები იმახსოვრებენ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარმოქმნიან ახალ ანტისხეულებს ორგანიზმს თუ კვლავ შეხება მოუხდა ამ ვირუსთან. ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინირებულების. მეცნიერების თქმით, Pfizer-BioNTech- ით სრულად ვაქცინირებული ადამიანების დელტა შტამით ინფიცირების შანსი 6-ჯერ მაღალი იყო ვიდრე მათი, ვინც იმუნიტეტი ბუნებრივად გამოიმუშავა. ის ფაქტი, რომ კოვიდგადატანილების აცრის შემდეგ მათი ანტისხეულების რაოდენობა გაიზრდება ამას დიდი მტკიცება და ექსპერიმენტი არ სჭირდება, მაგრამ ამ გზით გაზრდილი ანტისხეულების რაოდენობა არანაირ კლინიკურ სარგებელს არ იძლევა და რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს რისკისა და სარგებლის თანაფარდობა. არ ქაოსი! სიმშვიდით, სიყვარულით და გვერდში დგომით გადავრჩებით! ჯანმრთელობას გისურვებთ! აუცილებლად გადავრჩებით!" - წერს ლევან რატიანი.
მთავარი ფოტო: imedi.ge