წარმოიდგინეთ, მრავალსართულიანი ოფისები, საცხოვრებელი სახლები, სადაც აივნები დაფარულია ფოთლოვანი ხეებით, სურნელოვანი ბალახებითა და ბუნებრივი ბუჩქებით, რომლის ტოტებიც დღითიდღე იზრდება და მის გარშემო ყველაფერი სუფთა ჰაერით გაჟღენთილია. ეს ალბათ წარმოუდგენლად ჟღერს, თუმცა არქიტექტორმა სტეფანო ბოიერიმ ეს რეალობად აქცია და მსგავსი ვერტიკალური ტყეების ნახვა უკვე არაერთ ქალაქშია შესაძლებელი, მათ შორის, პარიზში, მილანში, შანხაიში, აინდჰოვენში, ტირანაში.
,,ვერტიკალური ტყეები" იტალიელი არქიტექტორის, სტეფანო ბოიერის და მასთან ერთად სხვა არქიტექტორების მიერ არის დაპროექტებული და დედაქალაქებში ტყის მასივების აღდგენას ემსახურება. ეს არის მისი ყველაზე ეფექტიანი გზა კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად ურბანულ პირობებში. მისი წყალობით, ბუნების რეგენერაცია და ურბანული ბიომრავალფეროვნების მიღწევა ქალაქის ტერიტორიის ვრცელ ფართობზე განაშენიანების გარეშე ხდება. მწვანე ცათამბჯენები ხელს უწყობს ჟანგბადის წარმოქმნას, მტვრის ნაწილაკებისა და CO2-ის შესრუტვას, ზრდის ბიომრავალფეროვნებას. ეკოლოგიური არქიტექტურის მიზანი ბეტონის შენობების გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირება და მინიმუმამდე დაყვანაა.
ნიდერლანდები, ქალაქი აინდჰოვენი.

საფრანგეთი, პარიზი.

ჩინეთი, ქალაქი ლიუჟოუ.

ჩინეთი, შანხაი.

იტალია, მილანი.

ალბანეთი, ტირანა.
