ვოლტ დისნეის სხეული მისი გარდაცვალებიდან მალევე კრიოგენულ ავზში მოათავსეს და გაყინეს იმ იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მისი ავადმყოფობისგან განკურნების საშუალებას მიაგნებდნენ, მის სხეულს კვლავ სიცოცხლეს დაუბრუნებდნენ. ხოდა ახლა ამ თეორიის გამოცდის დრო დადგა. 2021 წლის დეკემბერში, დისნეის გარდაცვალებიდან 55 წლისთავზე The Cryonics Institute-ი მისთვის ახალი სულის შთაბერვის პროცედურებს განახორციელებს.
გაცოცხლების პროცესს სხვადასხვა საშუალებებით გადაიღებენ, იქნება ასევე პირდაპირი ჩართვა, რათა დაინახონ მაშინვე გაცოცხლდება თუ არა დისნეის გაყინული სხეული. The Cryonics Institute-ის წყაროს ცნობით, დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდებათ იმისთვის, რომ დარწმუნდნენ იყო თუ არა მათი მცდელობა წარმატებული.
ვოლტ დისნეის არა მხოლოდ განკურნების იმედი ჰქონდა, მას ასევე სურდა იმის გაგება, თუ როგორი იქნებოდა სამყარო მომავალში. მისი გარდაცვალების შემდეგ სამყაროში მართლაც ბევრი რამ შეიცვალა და თუ ბატონი დისნეი 55 წლიანი ძილის შემდეგ კვლავ დაბრუნდება, მას მართლაც ბევრი რამ ექნება სასწავლი, თუმცა ვინ თუ არა იგი ახალ სამყაროში გზის გაკვლევას შეძლებს, მისთვის ხომ ეს სამყარო არც ისე დიდია.
Daily News Reported-ი დისნეის ოჯახს უკვე შეუთანხმდა იმაზე, რომ გაცოცხლების შემდეგ ვოლტ დისნეი პირველ ინტერვიუს მათ მისცემს.
Daily News Reported-ი სატირული ვებ-გვერდია და აღნიშნული ინფორმაციაც, სავარაუდოდ, ხუმრობაა.
წყარო: https://dailynewsreported.com/breaking/55-years-after-his-death-walt-disneys-frozen-body-will-be-thawed-december-2021-in-an-attempt-to-bring-him-back-to-life/