ყველასათვის ცნობილია, რომ დავით აღმაშენებელი მისივე ანდერძის თანახმად გელათშია დაკრძალული. თუმცა, როცა ექვთიმე თაყაიშვილმა გელათში არქეოლოგიური გათხრების დროს დავითის საფლავიც გახსნა, ის ცარიელი დახვდა.
მე-16 საუკუნის დასაწყისში, 1510 წელს, იმერეთს თურქ-ოსმალთა დიდი ლაშქარი შემოესია. მტერმა ქუთაისი სასტიკად გადაწვა და დაარბია, გადაწვეს მეფეთა სასახლეც. ქალაქი განადგურების პირას აღმოჩნდა. გელათის მონასტრის ბერები კარგად ხედავდნენ, თუ რა ხდებოდა ქალაქში და მათთვის ცხადი იყო, რომ მტერი არც მონასტერს დაინდობდა. ამიტომ, ბერებმა ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი ხატებისა და სიწმინდეების გადამალვა დაიწყეს. მათ შორის, დავით აღმაშენებლის საფლავისაც. რადგან ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მტერი საქართველოს სახელოვანი მეფის საფლავსაც დაარბევდნენ.
შემოსევების დროს გელათელმა ბერებმა დავით აღმაშენებელი საფლავიდან ამოასვენეს და უსაფრთხო ადგილას გადაასვენეს, ისევ გელათში, მაგრამ მის ახალ საფლავის ქვას წარწერა არ აქვს, შესაბამისად, საფლავის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ის უნდა იყოს თავად მთავარ ტაძარში, დავითის ფრესკის წინ.
წყარო: გიორგი კალანდია
მთავარი ფოტო: resonancedaily.com