საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას Facebook-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ამორალურია მოუწოდო ვინმეს საკუთარ ქვეყანაში არ დაბრუნდეს.
,,სანამ მედიაციის ახალ რაუნდზე დავიწყებთ საუბარს, იქნებ დაასრულოთ პირველი მედიაცია, საიდანაც ივანიშვილი გავიდა. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ხმის მიცემის დასრულებამდე არ ვგეგმავ ფიზიკურად გამოჩენას, თუმცა, ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია” _ წერს მიხეილ სააკაშვილი.