„მწვანე პასპორტის“ რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში ბიზნესის მხრიდან შესაბამისი სანქციები გაიწერება - ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
სახელმწიფო უწყებები „მწვანე ბარათის“ მოქმედებასთან დაკავშირებით კერძო სექტორთან შეხვედრებს მიმდინარე კვირიდან დაიწყებენ.
„ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ ქვეყანაში უზენაესი კანონია. ჩვენ ხომ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ და გვინდა, რომ ნამდვილად სამართლებრივი სახელმწიფო იყოს. კანონი და რეგულაცია თუ არსებობს, რას ნიშნავს არ ვემორჩილები?! თუ არ დაემორჩილებიან ამ დროს შესაბამისი სანქციები წესდება ხოლმე.
დღეს ერთ-ერთი დავალება საკოორდინაციო საბჭოზე იყო, რომ ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ბიზნეს სექტორთან აქტიური კომუნიკაცია იყოს. როგორც ამ კვირას, ისე მომავალ კვირებში დიდ ბიზნესებთან შეხვედრები იგეგმება“ - აღნიშნა გამყრელიძემ.
მთავარი ფოტო: mtavari.tv