გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს სოფელ ჭყვიშში, ვანის რაიონში დაიბადა. ამ სტატიაში პოეზიის მეფეზე შედარებით უცნობ ფაქტებს წარმოგიდგენთ.
გალაკტიონ ტაბიძე ჭადრაკის დიდი მოყვარული იყო და ხშირად ბავშვებთან თამაშით ერთობოდა. იგი ამ დროს მოწინააღმდეგეს ფიგურას მოპარავდა და ისე აგრძელებდა თამაშს... თუ ბავშვი მოპარულ ფიგურას შეამჩნევდა, გალაკტიონს უხაროდა, ხელს გადაუსვამდა და შეაქებდა ხოლმე.
გალაკტიონმა თავისი ერთ-ერთი შედევრი "ქებათა ქება ნიკორწმინდას" ისე დაწერა, რომ ნიკორწმინდა ერთხელაც არ ჰქონდა საკუთარი თვალით ნანახი. მისი მშვენების შესახებ პოეტმა მხოლოდ სხვისი მონათხრობით იცოდა.
გალაკტიონი ამბობდა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მას გოგლა ლეონიძე გამორჩეულად უყვარდა "ცისფერყანწელებიდან" იყო ის, რომ მას ჩემზე არასდროს უთქვამს ლოთიაო.
გალაკტიონი წერის გარდა, ხატავდა კიდეც... ალბათ ცოტა თქვენგანისთვისაა ცნობილი, რომ მას 1200-ზე მეტი ნახატი ჰქონდა და უყვარდა თავის ნაცნობების კარიკატურების დახატვა.
ისეთ დიდ პოეტს, როგორიც გალაკტიონი იყო არასდროს ჰქონია საკუთარი საცხოვრებელი... იგი ხან მწერალთა კავშირში ცხოვრობდა, ხან კი სხვას იყო შეფარებული... არაერთხელ სთხოვეს ცისფერყანწელებმა თავიანთ ორდენში გაწევრიანება, რაც მისთვის მცირეოდენი შემოსავლის წყარო იქნებოდა, თუმცა, გალაკტიონი მუდამ უარს ამბობდა, რაც მისი მარტოობის სურვილით იყო.
არსებობს ვარაუდები, რომ გალაკტიონმა თავის საყვარელ ქალს მერი თვითონ შეარქვა, ვინაიდან ლათინურად მერი იწერება როგორც "Mary" (მარიამ ღვთისმშობლის სახელი) და გალაკტიონმა საყვარელი ქალის სილამაზე სწორედ მარიამ ღვთისმშობლის სილამაზეს გაუტოლა.
წყარო: intermedia.ge
მთავარი ფოტო: metronome.ge