საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში, სუპერ მატჩი ჩაატარა და ტენერიფეს მოგებაში ლომის წილი დაიდო.
შერმინატორმა, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოიშუშა, კუნძულელთა დერბი, ტენერიფესა და გრან კანარიას შორის, სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მატჩის „MVP” გამხდარიყო.
გიომ შეხვედრაში, რომელიც ტენეტიფემ 98-89 მოიგო, 22:44 წუთში, ორაგი დუბლის შესრულება შესძლო. მის ანგარიშზე, 25 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარებაა. ქულებით და მოხსნებით ის საუკეთესო იყო ორივე გუნდის მხრიდან, 7-7 ორქულიანი გამოიყენა და 13 დან 11 საჯარიმო ჩააგდო, ჯამში კი მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 41-ს გაუტოლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 99% ტურის „MVP”-ც გახდება.
ამ მატჩის შემდეგ, ტენერიფეს 11 ტურში 8 მოგება მოუგროვდა და მესამე ადგილზე იმყოფება, მის წინ რეალი და ბარსელონაა.
როგორც ხედავთ შერმადინი დაბრუნდა სრული თავისი სიდიადით და ეს ორმაგად სასიხარულოა, რადგან, საქართველო 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფურ ეტაპს იწყებს, სადაც 26 ნოემბერს უკრაინას უმასპინძლებს, 29 ნოემბერს კი ესპანეთს ესტუმრება.