კორონავირუსის გადატანის შემდეგ მოქალაქეებს მწვანე სტატუსი შესაძლოა მუდმივად ჰქონდეთ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, NCDC-ს ამ თემაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, თუმცა საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო არსებული წესი.
,,მწვანე პასპორტში არის 4 ინდიკატორი - ორჯერადი აცრა, ინფექციის გადატანა და ბოლო 72 საათში PCR, ბოლო 24 საათში ანტიგენის ტესტი.
ჩვენი პოზიცია იყო სხვა, საკოორცინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება. ვნახოთ, დავაკვირდებით, შემდგომ შეიძლება, გადაიხედოს“ _ განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
პირველი დეკემბრიდან მწვანე სტატუსის წარდგენა შემდეგ ობიექტებში იქნება საჭირო: რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ დაწესებულებებში, სპა ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებში და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.