სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, „რუსთავი 2“-ის ეთერში მოსახლეობას ხელისუფლების ამბიციური გეგმა გააცნო. ვიცე-პრემიერის განცხადებით, 2022 წელს მინიმუმ 50 000 ადამიანს დაასაქმებენ, ხოლო მაქსიმუმი - 200 000 მოქალაქის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვაა.
„მკაფიო ხედვა და ამბიციური გეგმა გვაქვს და ვიზიარებ პრემიერის ხედვას. ამ მიმართულებით გვჭირდება, რომ საზოგადოებას ძალიან სწრაფი შედეგები ვაჩვენოთ. ვფიქრობ, 2022 წელს მინიმუმ 50 000 ადამიანს დავასაქმებთ, თუმცა, ამბიციური გეგმა მეტს გულისხმობს და იმედი მაქვს, შრომისუნარიანი მოსახლეობის სამუშაოში ჩართვას სრულად მოვახერხებთ. ყველაზე მცირე შემოსავალიც კი სოცდახმარებების კომპენსაციაა. ყველაზე მცირე გაუმჯობესებაც უკეთესია, მაგრამ ჩვენი გეგმა მოიაზრებს იმას, რომ ადამიანები როგორც კი დაიწყებენ შრომით პროცესში მონაწილეობას, გაუჩნდებათ კიდევ უფრო მეტი სურვილი და მონდომება ექნებათ აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ უფრო მეტი შემოსავალი კვალიფიციური სამუშაოს შესრულების შემთხვევაში“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მთავარი ფოტო: imedinews.ge