ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან „მწვანე პასპორტებზე“ ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის და ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ, ეს განსაკუთრებულობა “მწვანე პასპორტებსაც” ეხება, რაც მინისტრის აზრით, გამომდინარეობს, ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან.
„ჩვენ ვართ ქართველები და არა მგონია ვინმეს ეს უკვირდეს, ჩვენ ყველას გაგვაჩნია ჩვენი კონკრეტული დამოკიდებულება. მე პირადად ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს და თუ ეს სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით მარტივია გაჰყვეს გარკვეულ წესებს, საქართველოში ეს რატომღაც დღემდე რთულია. აქედან გამომდინარე, იმ დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში, ალბათ, არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ - საქართველოში გარკვეულ დაწესებულებებში იმოქმედებს უვადო პასპორტი, თუმცა, ევროპაში და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში ჩვენ დაგვჭირდება გამოვიყენოთ ის ბაზა, რომელსაც საქართველო წარმატებით შეუერთდა და ამ პასპორტების ვარგისიანობის ვადა არის 6 თვე” - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მთავარი ფოტო: 1tv.ge