პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის აღმშენებლობის კიდევ უფრო მაღალი ტემპი უნდა გვქონდეს 2022 წელს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, ქვეყანას დასაკარგი დრო არ აქვს და საკრებულოები ძველი შემადგენლობით იმიტომ ამტკიცებენ ბიუჯეტს, რომ დრო არ დაიკარგოს.
,,ახალი საკრებულოები მუშაობას შეუდგებიან მხოლოდ 3 დეკემბრიდან. შესაბამისად, ძველი საკრებულოები ამ მომენტში კარგავენ თავის უფლებამოსილებას. ძველი საკრებულოები ამტკიცებენ ბიუჯეტს იმის გამო, რომ დრო არ დაიკარგოს. პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის აღმშენებლობის კიდევ უფრო მაღალი ტემპი უნდა გვქონდეს 2022 წელს. ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ დაკარგოს ერთი წამიც კი. ამიტომ თითოეულ მუნიციპალიტეტს ადგილზე სჭირდება ბიუჯეტები იმისთვის, რომ მერიებმა ხალხის საჭიროებებისთვის იმუშაონ 24 საათი“ _ განაცხადა დავითაშვილმა.
დღეს ბათუმსა და ზუგდიდში გამართულ სხდომებზე საკრებულოებმა ძველი შემადგენლობით 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. წინააღმდეგობის მიუხედავად, საკრებულოების ახალ შემადგენლობებს ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ.