ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცადებით, თეორიულად შერიგების შანსი არსებობს. კობახიძე ამბობს, რომ ამაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც სააკაშვილი დანაშაულებს მოინანიებს.
შერიგების საფუძველი არის, რა თქმა უნდა, სინანული და მონანიება და ჩვენ ამის ვერავითარ ნიშან-წყალს ვერ ვხედავთ განსაკუთრებით სააკაშვილის გამოსვლებში, უფრო მეტიც, ის ძალიან ხშირად იმუქრება ხოლმე. როდესაც დამნასავე იმუქრება, ასეთ დროს, ბუნებრივია, შერიგებაზე საუბარ ზედმეტია. რა თქმა უნდა, მათ უნდა გადახედონ საკუთარ დანაშაულებს, უნდა აღიარონ დანაშაულები, მოინანიონ დანაშაულები, მათ შორის, ის უმძმესი კორუფციული დანაშაული, რომელზეც ბოლო პროცესზე იყო საუბარი. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თეორიულად დასაშვებია ფიქრი რაიმე ტიპის შერიგებაზე, – ამბობს კობახიძე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ეროვნული შერიგებაა.
ფოტო: facebook