სალომე სამადაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი არ არის რას ამბობს ირაკლი კობახიძე, რადგან მას შეუძლია ხელი მოაწეროს შეთანხმებას და მეორე დღეს ის გამოაცხადოს არაკონსტიტუციურად.
„ადამიანი, რომელიც აზროვნებს როგორც სახელმწიფო მოღვაწე, როგორც პოლიტიკოსი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ინტერესები შეუძლია დააყენოს პირველ ადგილზე პოლიტიკურ დღის წესრიგში, ასე არ იქცევა. იაფფასიანი ვაჭრობა - ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც შეუძლია „ქართულ ოცნებას“ მისი ინტელექტუალური და მორალური დიაპაზონიდან გამომდინარე და ირაკლი კობახიძე საერთოდ რას ამბობს, არავისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის არის ადამიანი, ვისაც შეუძლია ხელი მოაწეროს შეთანხმებას და მეორე დღეს გამოაცხადოს, რომ ეს შეთანხმება, რომელსაც მან ხელი მოაწერა, საკუთარი პრეტენზიით ძალიან დიდმა მცოდნემ საკონსტიტუციო სამართლის, თურმე იყო არაკონსტიტუციური. ასე რომ, კობახიძის სიტყვას არ აქვს არანაირი ფასი, რას ამბობს, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ჩვენი პოზიციაა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, დასავლელი პარტნიორების პოზიციას და დავიცავთ ყველა იმ პირობას, რომელიც გავეცით, როცა ხელი მოვაწერეთ მიშელის შეთანხმებას“ - განაცხადა სამადაშვილმა.
მთავარი ფოტო: droa.ge