"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის თავისი გადაწყვეტილების შესახებ გუნდის შიგნით საუბრობდა და ამის თაობაზე რამდენიმე დღის წინვე იყო ცნობილი.
ის მცდარს უწოდებს ინფორმაციას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ტიკარაძეს შორის დაპირისპირებაზე.
"ეს დაპირისპირება იყო ის ტყუილი, რომელიც თქვენ გაახმოვანეთ. მე ვიცი, რომ ტყუილია, ამას გიდასტურებთ, საიდან ვიცი და იმ გუნდის წევრი ვარ. ეკატერინე ტიკარაძე თავისი გადაწყვეტილების შესახებ დღეებით ადრე გუნდის შიგნით საუბრობდა" - აცხადებს მდინარაძე.
ტიკარაძემ თანამდობებიდან გადადგომის შესახებ გუშინ, 10 დეკემბერს განაცხადა.
ფოტო: facebook