ნუ ეძებთ ინტრიგებს იმიტომ, რომ ეს უბრალოდ არ არსებობს. ასე უპასუხა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ არ დაესწრო იგი დღევანდელ მთავრობის სხდომას და იყო თუ არა ეს პროტესტი მისი მხრიდან. ტიკარაძის განცხადებით, პროტესტის საფუძველი არ არსებობს.
,,არ არის საჭირო ვეძებოთ რაღაც ინტრიგა, რომელიც არ არსებობს. არანაირი პროტესტი არ ყოფილა, ამის საფუძველი არ არსებობს და საერთოდ ვთვლი, რომ პროტესტი არის დესტრუქცია. მე მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ არ მიმართონ არანაირ პროტესტის ფორმას და ამას რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან არ დავუშვებ. ნუ ეძებთ ინტრიგებს იმიტომ, რომ ეს უბრალოდ არ არსებობს“ _ განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 4 დღის წინ დატოვა. იგი მინისტრის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს. ვინ შეცვლის ტიკარაძეს და ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას, ჯერჯერობით უცნობია.