ქართული ოცნების დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, წინასწარ არ სურს საუბარი იმაზე, გახდება თუ არა ის მომავალი ჯანდაცვის მინისტრი. თალაკვაძის თქმით, ამას მხოლოდ პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წყვეტს.
"მინისტრის წარდგენა და მისი დანიშვნა არის პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პრეროგატივა. ჩვენ რა თქმა უნდა, საპარლამენტო გუნდში არ ვაკეთებთ წინასწარ განცხადებას ამაზე.
ჯანდაცვის მინისტრმა,ეკატერინე ტიკარაძემ პოსტი 11 დეკემბერს დატოვა.