პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე ტრაგიკომიკურს უწოდებს და ამბობს, რომ მეოთხე პრეზიდენტს არავინ არაფერს არ ეკითხება.
„ღიმილისმომგვრელიც კი არ არის ეს ყველაფერი, როცა გიორგი მარგველაშვილი საუბრობს, რომ პრეზიდენტის სასახლეში უნდა მივიდეს, ჯერ მას ვინმე რამეს ეკითხება? მერე სააკაშვილი (უნდა მივიდეს) და მას დახვდეს ქალბატონი სალომე. ეს არის ღიმილისმომგვრელი და ღიმილისმომგვრელზე ცოტა უფრო მეტი - ტრაგიკომიკური განცხადება. ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“ - განაცხადა კობახიძემ.
მთავარი ფოტო: imedinews.ge