,,იგი"-ს ბლოგი
იმიტომ რომ, ყველაფერზე აქვთ ,,პასუხი“...
იმიტომ რომ, როცა ეკითებიან, 19 წლის მაჩალიკაშვილი რატომ ჩაცხრილეს, მის კონტროლს დაქვემდებარებული მედია-საშუალებები მომენტალურად აქვეყნებენ გირგვლიანის, რობაქიძის და სხვა სასტიკად მოკლული ადამიანების ამბებს.
იმირომ რომ, როცა ეკითხებიან, რატომ არის ჩაფლული კორუფციაში მთელი პარტია, ტროლები და ბოტები ფეისბუქზე სააკაშვილის დროინდელი ჩინოვნიკების მოპარულ მილიონებს გამოფენენ.
იმიტომ რომ, როცა ეკთხებიან, რატომ გაქვთ რამდენიმე ტელევიზია და სხვა მედიასაშუალება სრული კონტროლის ქვეშ, აუცილებლად შეგახსნებენ როგორ ერთ ხმაში ლაპარაკობდა იმედი, რუსთავი 2 და პირველი არხი.
იმტომ რომ, როცა ეკითხებიან, რატომ კრძალავს კარვების გაშლას პარლამენტის წინ, მზად აქვთ ჩანაწერი არქივიდან სადაც უგულავა და ბოკერია ცინიკურად საუბრობენ რომ კარვების გაშლას პარლამენტის წინ არ დაუშვებენ.
იმიტომ რომ, როცა მიუთითებენ, რომ არჩვენებს აყალბებს კოორდინატორებით, რომლებსაც ხელში შესაშინებელი ხალხის სიები უჭირავთ, აქაც ათქმევინებენ ვიღაცას, რომ უმრავლეს შემთხვევაში ეს კოორდიანტორები ადრე ნაცებს ზუსტად ასე ემსახურებოდნენ.
იმიტომ რომ, როცა ეკითხებიან, 20 ივნისს რატომ დათხარეს ახალგაზრდებს თვალები, აუცილებლად გაგახსენებენ 7 ნოემბერს და 26 მაისს ნაცემ და სახურავზე შემოწყობილ გვამებს.
იმიტომ რომ, როცა ეტყვი, რატომ ათავისუფლებენ პოლიტიკური ნიშნით სკოლის დირექტორებს და მასწავლებლებს, გარწმუნებთ, ნახავენ და ალაპრაკებენ პედაგოგების არმიას, რომლებიც გამწარებული გაიხსენებენ როგორ გააგდეს განსხვავებული აზრისთვის ნაცებმა სკოლიდან.
იმიტომ რომ, როცა ეკითხებიან, ნაბიჭვარი გავრილოვი და უფრო ნაბჭვარი პოზნერი რატომ ჩამოიყვანეს, აუცილებლად გიპასუხებენ, ასევე არაკაცი მიხალკოვი და პუტინისმაისურიანი სობჩაკი შენ რომ ჩამოიყვანეო?
იმიტომ რომ, როცა ეკითხებიან, სალომე ზურაბიშვილი რატომ ამბობს ისეთ იდიოტობას, რომ ომი საქრთველომ დაიწყოო, მაშინვე ტალიავინის დოკუმენტს მოიშველიებენ, სადაც ნაც-მოძრაობის დელეგაციას მსგავს რაღაცაზე აქვთ ხელი მოწერილი.
იმიტომ რომ, როცა ჰკითხავთ, პრემიებზე, ჯიპებზე უარს რატომ არ ამბოთო, იმდენი ჯიპიანი ნაცის ფოტოს წარმოადგენენ, რომ გაოცდები.
იმიტომ რომ, როცა ჰკითხავთ, ბიძინა ერთპიროვნულად რატომ მართავს ქვეყანასო, გაეცინებათ და მიშას მართვის სტილს გაგახსენებენ.
იმიტომ რომ...
იმიტომ რომ...
იმიტომ რომ...
ხოდა იმის თქმა მინდა, რომ ასეთი იდიოტური ,,პასუხების" გამცემი ხელისუფლება თუ გვინდა წავიდეს, კითხვები სხვებმა დასვით.
ბლოგის ავტორი: ,,იგი"