საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, შერიგების პროცესის დაწყებაზე პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა.
ზარქუას თქმით, თუ ზურაბიშვილის შემოთავაზება ნიშნავს, რომ პოლიტიკურმა გუნდმა სააკაშვილს აპატიოს და ციხიდან გამოუშვან, ეს მისთვის მიუღებელია.
„როგორ შეიძლება ქართველი ადამიანი შერიგების წინააღმდეგი იყოს. ჩვენი მრწამსი, ქრისტიანობა, კულტურა სწორედ შემწყნარებლობაზე, შენდობასა და განსხვავებული აზრის პატივისცემაზე დგას. „ნაციონალურ მოძრაობას“ შერიგება ჰგონია, რომ ის რაც ხდებოდა, უნდა დავივიწყოთ და მიშა გამოვუშვათ ციხიდან. ეს არ არის სწორი დეფინიცია, არც სამართლიანი დეფინიცია შერიგების. არასწორად ესმით შერიგების დეფინიცია. მე ასე მესმის, რომ იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობას ატერორებდნენ, მწვალებლობა, მთელი ამბები იყო, ვსხედვართ კომიტეტებში, გვაქვს სჯა-ბაასი და რიგ შემთხვევებში მათ ინიციატივებსაც კი მხარს ვუჭერთ. ამიტომ ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ არ გვჭირდება შერიგება, მოსახლეობის უმრავლესობასთან სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ შერიგება. მე შერიგება არ მესმის ისე, რომ სააკაშვილი უნდა გამოუშვათ ციხიდან. თუ შერიგების თემა გადის იმაზე, რომ სააკაშვილი უნდა გამოვუშვათ, ჩემთვის მიუღებელია. ჩემთვის მისაღებია, რომ გამოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“, აღიაროს დანაშაული, ელაპარაკოს საზოგადოებას, ეს არის და ეს, თორემ მე პირადად შესარიგებელი არაფერი მაქვს, არც მოსახლეობასთან, რადგან მერვე არჩევნებს ჩემი პარტია და ჩემი გუნდი იგებს, აგებს „ნაციონალური მოძრაობა“. ეს იმას ნიშნავს, რომ არ მიიღო სააკაშვილის დეფინიცია მოსახლეობამ, რომ შეცდომა იყო. შეცდომა კი არ იყო, დანაშაულები იყო ჩადენილი და ამის აღიარება არ უნდათ. გიზუსტებთ: თუ ზურაბიშვილის შემოთავაზება ნიშნავს, რომ ჩვენ პოლიტიკურმა გუნდმა ვაპატიოთ სააკაშვილს და ციხიდან გამოვუშვათ, ეს მიუღებელია ჩემთვის“ - განაცხადა ზარქუამ.
მთავარი ფოტო: primetime.ge